სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 16 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2024
გამოწერა
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 5 აგვისტოს 17:00-დან 19:00 საათამდე და 6 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 5 აგვისტოს 17:00-დან 19:00 საათამდე და 6 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
16 პირიდან ოთხი სამხედრო და 12 სამოქალაქო პირია. სამხედრო პირებს 6 აგვისტოს 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.
2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 1992-1993 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0