https://sputnik-georgia.com/20240805/gamchvirvalobis-shesaxeb-kanoni-specialuri-reestri-amoqmedda-289338961.html
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეესტრი ამოქმედდა
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეესტრი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება 05.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-05T17:00+0400
2024-08-05T17:00+0400
2024-08-05T17:00+0400
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_0:11:1501:855_1920x0_80_0_0_4694dd03f8286ac8c0769a03190cb3b7.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი აამოქმედა.კანონი, რომელიც 3 ივნისს შევიდა ძალაში, ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.1-ელი აგვისტოდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. მსურველებს რეესტრში ორგანიზაციების მოძიებაც შეუძლიათ.რეგისტრაციისთვის ბენეფიციარებს ვადა 30 აგვისტომდე აქვთ.როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება - თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას, დასძინა ბრეგაძემ.როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, რეესტრის შევსებისას ორგანიზაციებმა მხოლოდ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღეს თანხები და რაში დახარჯეს იგი.კანონის დეტალები„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:უცხოური ძალა არის:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_23:0:1356:1000_1920x0_80_0_0_bf515e6f4ad1e2be957cf6f65d4acf1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეესტრი ამოქმედდა
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი აამოქმედა.
კანონი, რომელიც 3 ივნისს შევიდა ძალაში, ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
1-ელი აგვისტოდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, აღნიშნულ
რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. მსურველებს რეესტრში ორგანიზაციების მოძიებაც შეუძლიათ.
„ამ ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება", – ნათქვამია ინფორმაციაში.
რეგისტრაციისთვის ბენეფიციარებს ვადა 30 აგვისტომდე აქვთ.
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება - თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას, დასძინა ბრეგაძემ.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, რეესტრის შევსებისას ორგანიზაციებმა მხოლოდ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღეს თანხები და რაში დახარჯეს იგი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.