https://sputnik-georgia.com/20240804/xabelovi-saqartvelos-parizis-olimpiadaze-mochidaveebis-imedi-aqvs-289326044.html
ხაბელოვი: პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მოჭიდავეების მედლების იმედი აქვს
ხაბელოვი: პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მოჭიდავეების მედლების იმედი აქვს
Sputnik საქართველო
საქართველოს აქვს შანსი გააუმჯობესოს ტოკიოს ოლიმპიადის შედეგები, სადაც რვა მედალი მოიპოვა, განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა. 04.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-04T15:00+0400
2024-08-04T15:00+0400
2024-08-04T15:00+0400
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/34/239183493_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_6966eccacbce61782609a0eff62949eb.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე შვიდი მოჭიდავე წარმოადგენს, რომლებიც, როგორც ნაკრებში იმედოვნებენ, რამდენიმე მედლის მოპოვებას შეძლებენ, განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.საქართველოს ნაკრების ანგრიშზე ჯერჯერობით ძიუდოისტების მიერ მოპოვებულოი სამი მედალია - ერთი ოქრო და ორი ვერცხლი. მოჭიდავეები ასპარეზობას 6 აგვისტოს დაიწყებენ. ტატამზე პირველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ) გავა. ორთაბრძოლა თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი მეორე დღეს გაიმართება.მისი თქმით, სულ მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ნაკრებს მოკრივე ლაშა გურული მოუტანს, რომელიც კვირას საღამოს ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, საქართველოს აქვს შანსი გააუმჯობესოს ტოკიოს ოლიმპიადის შედეგები, სადაც რვა მედალი მოიპოვა.„იმედია, რომ ჩვენს ხალხს გავახარებთ ოლიმპიური თამაშებით და ეს დევიზი - უკეთ, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნაწილობრივ შესრულდება“, - აღნიშნა ხაბელოვმა.საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი).ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობლიაშვილი და ლაშა გობაძე.საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23918/34/239183493_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_5b953e63b7bca66ee1be088c0680bc9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
ხაბელოვი: პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მოჭიდავეების მედლების იმედი აქვს
საქართველოს აქვს შანსი გააუმჯობესოს ტოკიოს ოლიმპიადის შედეგები, სადაც რვა მედალი მოიპოვა, განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე შვიდი მოჭიდავე წარმოადგენს, რომლებიც, როგორც ნაკრებში იმედოვნებენ, რამდენიმე მედლის მოპოვებას შეძლებენ, განაცხადა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს ნაკრების ანგრიშზე ჯერჯერობით ძიუდოისტების მიერ მოპოვებულოი სამი მედალია - ერთი ოქრო და ორი ვერცხლი. მოჭიდავეები ასპარეზობას 6 აგვისტოს დაიწყებენ. ტატამზე პირველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ) გავა. ორთაბრძოლა თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი მეორე დღეს გაიმართება.
„ასპარეზობას მოჭიდავეები იწყებენ , 7 სპორტსმენი გვყავს და იმედიანად ვარ, რომ რამდენიმე მედალს ავიღებთ და ძალოსნობით დავაგვირგვინებთ”, -განაცხადა ხაბელოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სულ მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ნაკრებს მოკრივე ლაშა გურული მოუტანს, რომელიც კვირას საღამოს ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.
როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, საქართველოს აქვს შანსი გააუმჯობესოს ტოკიოს ოლიმპიადის შედეგები, სადაც რვა მედალი მოიპოვა.
„იმედია, რომ ჩვენს ხალხს გავახარებთ ოლიმპიური თამაშებით და ეს დევიზი - უკეთ, ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ნაწილობრივ შესრულდება“, - აღნიშნა ხაბელოვმა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში (ოთხი ლიცენზია): გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ვერცხლის და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (სამი ლიცენზია): რამაზ ზოიძე, რობერტ კობლიაშვილი და ლაშა გობაძე.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.