https://sputnik-georgia.com/20240804/mtavroba-rachashi-axali-kurortis-ganvitarebas-iwyebs-289325144.html
საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რაჭაში ახალი კურორტის განვითარებას იწყებს
საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რაჭაში ახალი კურორტის განვითარებას იწყებს
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კურორტების განსავითარებლად შეირჩა სხარტალა და ბეთლევი, ასევე შხივანა. 04.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-04T13:00+0400
2024-08-04T13:00+0400
2024-08-04T13:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272396913_261:183:1612:943_1920x0_80_0_0_4eb4ff4a115ebc55fc717ac331f56498.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 1,8 ათას მეტრ სიმაღლეზე, სრულიად ახალი კურორტ მრავალძალის განვითარებას იწყებს, განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მეტი ვიზიტორის მოსაზიდად და რეგიონების განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა 2019 წლიდან მუშაობს კურორტების სისტემურ განვითარებაზე.მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში პირველივე დღიდან ჩაერთვებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორად შეირჩეს კურორტის კონცეფცია და მოხდეს მისი შემდგომი განვითარება.„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან, რათა მათი ჩართულობით სწრაფად მოხდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ პროექტს რაჭისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კურორტების განსავითარებლად შეირჩა სხარტალა და ბეთლევი, ასევე შხივანა.„ჩვენ ვუყურებთ აღნიშნულ მიმართულებებს დამატებითი საკურორტო ზონის შექმნის თვალსაზრისით და დარმწუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ და ორ ახალ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შევძენთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, გავაჩენთ ახალ მიზიდულობის წერტილებს",- განაცხადა ქვრივიშვილმა.როგორც მან აღნიშნა, თითოეული კურორტი უნდა იყოს ოთხსეზონიანი და დაგეგმარებაც შესაბამისად განხორციელდება.„მოხდება კურორტების ისე დაგეგმარება, რომ საბოლოო ჯამში ეს კურორტები უპასუხებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურების მოლოდინებს," - განაცხადა ქვრივიშვილმა.ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ამიტომ მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ამ დარგის განვითარებას უწყობს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272396913_35:0:1812:1333_1920x0_80_0_0_fd18b8049d9da7720c4abb9070e5581c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა მაღალმთიან რაჭაში ახალი კურორტის განვითარებას იწყებს
მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კურორტების განსავითარებლად შეირჩა სხარტალა და ბეთლევი, ასევე შხივანა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 1,8 ათას მეტრ სიმაღლეზე, სრულიად ახალი კურორტ მრავალძალის განვითარებას იწყებს, განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მეტი ვიზიტორის მოსაზიდად და რეგიონების განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა 2019 წლიდან მუშაობს კურორტების სისტემურ განვითარებაზე.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩავატარეთ რიგი კვლევები, შევისწავლეთ სხვადასხვა ადგილები და ავირჩიეთ მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, სისტემატურად ახორციელებს კურორტის განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ მრავალძალი გახდეს უნივერსალური ოთხსეზონიანი კურორტი“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში პირველივე დღიდან ჩაერთვებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორად შეირჩეს კურორტის კონცეფცია და მოხდეს მისი შემდგომი განვითარება.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან, რათა მათი ჩართულობით სწრაფად მოხდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ პროექტს რაჭისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კურორტების განსავითარებლად შეირჩა სხარტალა და ბეთლევი, ასევე შხივანა.
„ჩვენ ვუყურებთ აღნიშნულ მიმართულებებს დამატებითი საკურორტო ზონის შექმნის თვალსაზრისით და დარმწუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ და ორ ახალ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შევძენთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, გავაჩენთ ახალ მიზიდულობის წერტილებს",- განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თითოეული კურორტი უნდა იყოს ოთხსეზონიანი და დაგეგმარებაც შესაბამისად განხორციელდება.
„მოხდება კურორტების ისე დაგეგმარება, რომ საბოლოო ჯამში ეს კურორტები უპასუხებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურების მოლოდინებს," - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ამიტომ მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ამ დარგის განვითარებას უწყობს ხელს.