https://sputnik-georgia.com/20240804/magaziebsa-da-kvebis-obieqtebshi-dargvevebi-agmoachines-289329794.html
რას ვჭამთ: საქართველოში კვების ობიექტებსა და მაღაზიებში დარღვევები აღმოაჩინეს
რას ვჭამთ: საქართველოში კვების ობიექტებსა და მაღაზიებში დარღვევები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. 04.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-04T21:31+0400
2024-08-04T21:31+0400
2024-08-04T21:31+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280786999_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c82b36534a00ffd211063c1eceb350a3.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2024 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 3,1 ათასი ინსპექტირება ჩაატარეს და კრიტიკული შეუსაბამობების გამო 82 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ითვლება კრიტიკულად. მეორე კვარტალში გამოვლენილმა დარღვევებმა 2,64% შეადგინა.სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო რეკომენდაციები გაიცა.აპრილ-ივნისში ნახევარფაბრიკატების, რძის და რძის პროდუქტების, თევზისა და თევზის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, საზკვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა ობიექტები შემოწმდა.ობიექტების შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა უხარისხო ხორცის რეალიზაცია, არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული პირობეის და პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა, მაცივრებში კონდენსატის წარმოქმნა.სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.2023 წელს ჩატარდა 32 ათასი შემოწმება და აღებული იქნა 5,5 ათასზე მეტი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევების რაოდენობამ 12% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280786999_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_bd19c532277951f3e1bde5734466665f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რას ვჭამთ: საქართველოში კვების ობიექტებსა და მაღაზიებში დარღვევები აღმოაჩინეს
სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2024 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 3,1 ათასი ინსპექტირება ჩაატარეს და კრიტიკული შეუსაბამობების გამო 82 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ითვლება კრიტიკულად. მეორე კვარტალში გამოვლენილმა დარღვევებმა 2,64% შეადგინა.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არაკრიტიკული შეუსაბამობის გამო რეკომენდაციები გაიცა.
აპრილ-ივნისში ნახევარფაბრიკატების, რძის და რძის პროდუქტების, თევზისა და თევზის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, საზკვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა ობიექტები შემოწმდა.
ობიექტების შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა უხარისხო ხორცის რეალიზაცია, არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული პირობეის და პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა, მაცივრებში კონდენსატის წარმოქმნა.
სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში სისტემატიურად ხორციელდება და სააგენტოს სპეციალისტები ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.
2023 წელს ჩატარდა 32 ათასი შემოწმება და აღებული იქნა 5,5 ათასზე მეტი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევების რაოდენობამ 12% შეადგინა.