F-16 - უკანასკნელი „სასწაული იარაღი“ კიევის რეჟიმის კაპიტულაციის წინ

CC BY 2.0 / Air Combat Command United States Air Force / F15, F16, A10Истребители F15, F16 и штурмовик A10
Истребители F15, F16 и штурмовик A10 - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2024
გამოწერა
უკრაინაში გამანადგურებლების F-16 მედიურ-ეპატაჟური გამოჩენა რუსული სპეცოპერაციის მიზნებს, სტრატეგიასა და მსვლელობას არ შეცვლის.
კიევისათვის საშუალო სიშორის ამერიკული რაკეტების მიწოდება ვერ შეასუსტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უპირატესობას ცაში და ხმელეთზე. უკრაინის არმიისა და ნატოს მარცხი გარდაუვალია.
„ დიდი ხნის ნანატრი თვითმფრინავების F-16 პირველი პატრია უკრაინაში ჩავიდა“, - იუწყებიან ოფიციალური წყაროები აშშ-სა და ნატოში.
F-16- ს ესკადრილია კიევის რეჟიმს დანიისა და ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან გადაეცა. ეს მოვლენა დიდი ენთუზიაზმით გააშუქეს სააგენტოებმა Bloomberg-მა, Reuters-მა და დასავლურმა გამოცემებმა TheHill, TheWarZone, Businessinsider. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კი დუმილს ინარჩუნებენ.
სააგენტო Bloomberg-მა განსაზღვრა „სასწაული იარაღის“ მიწოდების პერსპექტიული მიზანი - „პოტენცილის გაზრდა, რომელიც საშუალებას იძლევა, შეასუსტოს რუსეთის უპირატესობა ჰაერში“.
თუმცა, დანია უკრაინის ჯარს სულ 19 თვითმფრინავს F-16 დაჰპირდა, ნიდერლანდები კი - 24 გამანადგურებელს. „მეორე ეშელონშია“ ბელგია და ნორვეგია, რომლებიც აპირებენ, კიევის რეჟიმს, საერთო ჯამში, 37 თვითმფრინავი გადასცენ. ნატოს არაერთგზის გამოყენებული გამანადგურებლების რამოდენიმე ათეული ვერ შეძლებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შესუსტებას. შემთხვეით არ სთხოვდა აშშ-ს კიევის რეჟიმი 300 თვითმფრინავ F-16-ს . სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას განადგურებულია 630 უკრაინული გამანადგურებელი „მიგ-29“, „სუ-27“ და ბომბდამშენები „სუ-24“.
სპციალისტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ნატოელი გამანადგურებლები შეძლებენ „დაიმალნონ“ უკრაინის აეროდრომებზე ისე, რომ გადაურჩნენ საჰაერო თავდასხმებს. მანამდე, კიევში განაცხადეს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სიძლიერის გამო, უკრაინული F-16 იფრენენ ფრონტის ხაზისგან მოშორებით, და ესეიგი, რუსულ თვითმფრინავებს ხელს ვერ შეუშლიან.
The WallStreet Journal-ის ინფორმაციით, აშშ შეაიარაღებენ უკრაინულ თვითმფრინავებს F-16 მოწინავე რაკეტებით „ჰაერი-ჰაერი“. ლაპარაკია მცირე და საშუალი სიშორის მართვად რაკეტებზე, რომლებიც გამოშვებულია 1991 და 2003 წლებში.
იმ შემთხვევისთვის, თუ პენტაგონში ვიღაც ოცბებობს, უკრაინული არმია ამერიკული მფრინავი რაკეტებით AGM-158 შეაიარაღოს, რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი ტარდება...
ყველა ახალი ამბავი
0