თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2024
გამოწერა
ვებგვერდ Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობდა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში, სამშობლოში ექსტრადირების მიზნით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
შსს-ს ცნობით, სადიგოვი დააკავეს, რადგან ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მუქარისა და გამოძალვისთვის 2024 წლიდან იძებნება.
მედიის ცნობით, საინფორმაციო ვებგვერდ Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობდა.
ყველა ახალი ამბავი
0