https://sputnik-georgia.com/20240803/sazrvris-ukanono-kveta-saakasvilis-saqme-gadaixedeba-289318729.html
საზღვრის უკანონო კვეთა: მიხეილ სააკაშვილის საქმე გადაიხედება
საზღვრის უკანონო კვეთა: მიხეილ სააკაშვილის საქმე გადაიხედება
Sputnik საქართველო
მოსამართლე ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. 03.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-03T13:44+0400
2024-08-03T13:44+0400
2024-08-03T13:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825141_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_145f56b1401955463b3b0638cd0aade5.jpg
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს, საქმეში ახალი მოსამართლე - მიხეილ ჯინჯოლია ჩაერთო, როს გამოც მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს.გარდა ამისა, მოსამართლე ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა საქმის გადახედვის გამო, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველია.ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280825141_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_0764bc6ac83194539303ba23a3103fec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო
საზღვრის უკანონო კვეთა: მიხეილ სააკაშვილის საქმე გადაიხედება
მოსამართლე ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აღარ განიხილავს, საქმეში ახალი მოსამართლე - მიხეილ ჯინჯოლია ჩაერთო, როს გამოც მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, მოსამართლე ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა საქმის გადახედვის გამო, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველია.
ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.