https://sputnik-georgia.com/20240803/saqartvelo-parizis-olimpiadaze-mesvide-dris-sedegebi-289317201.html
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - მეშვიდე დღის შედეგები
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - მეშვიდე დღის შედეგები
Sputnik საქართველო
პარასკევს ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა, წარმატებას ვერცერთმა ვერ მიაღწია 03.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-03T10:50+0400
2024-08-03T10:50+0400
2024-08-03T10:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1c/289210795_0:89:2048:1241_1920x0_80_0_0_f2dd69ba9e2730acb6425f786ecefc78.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. პარასკევს, 2 აგვისტოს, პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა ოთხ სახეობაში იასპარეზა.ოლიმპიადის მეშვიდე დღეს სპორტის 14 სახეობაში მედლების 25 კომპლექტი გათამაშდა.საქართველოს ნაკრებს ისევ სამი მედალი აქვს - ოქრო და ორი ვერცხლი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.სკანდალი ძიუდოს ტურნირზე100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელ ტედი რინერთან დამარცხდა.თუშიშვილისა და რინერის ბრძოლის შემდეგ მოხდა ინციდენტი, რის გამოც გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია და ოლიმპიადაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.გარდა ამისა, ქართველი ძიუდოისტი დისკვალიფიცირებულია ყველა ტურნირზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე.გუშინ ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმაც (+78 კგ) იასპარეზა. 1/16 ფინალში მან იპონით დაამარცხა გერმანელი რენე ლუხტი. მაგრამ 1/8 ფინალში დამარცხდა ფრანგ რომანა დიკოსთან და შეჯიბრს გამოეთიშა.სროლაპარასკევს ოლიმპიური თამაშების სამგზის მედალოსანმა და 1988 წლის თამაშების ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ იასპარეზა. მან მონაწილეობა მიიღო 25 მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტის საკვალიფიკაციო სროლაში, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა.სალუქვაძემ უკვე მიიღო მონაწილეობა 27 ივლისს გამართულ შესარჩევ ტურნირში პნევმატური პისტოლეტით სროლაში 10 მეტრიანი დისტანციიდან. 55 წლის სპორტსმენმა ჯამში 562 ქულა დააგროვა და 38-ე ადგილი დაიკავა.ბატუტიპარასკევს ბატუტზე ხტომაში ლიუბა გოლოვინამ იასპარეზა. კვალიფიკაციაში სპორტსმენმა მე-11 ადგილი დაიკავა, რამაც მას შეჯიბრის ფინალურ ნაწილში გასვლის საშუალება არ მისცა.გოლოვინა არის სამი ოლიმპიადის მონაწილე (2008, 2012 და 2016), II ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი ინდივიდუალურ პროგრამაში.მძლეოსნობადებიუტანტმა ოლიმპიელმა ლიკა ხარჩილავამ 100 მეტრზე საკვალიფიკაციო რბენაში მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1c/289210795_138:0:1910:1329_1920x0_80_0_0_82259af7dc604608245a07b899c92b5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - მეშვიდე დღის შედეგები
პარასკევს ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა, წარმატებას ვერცერთმა ვერ მიაღწია
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. პარასკევს, 2 აგვისტოს, პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა ოთხ სახეობაში იასპარეზა.
ოლიმპიადის მეშვიდე დღეს სპორტის 14 სახეობაში მედლების 25 კომპლექტი გათამაშდა.
საქართველოს ნაკრებს ისევ სამი მედალი აქვს - ოქრო და ორი ვერცხლი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელ ტედი რინერთან დამარცხდა.
თუშიშვილისა და რინერის ბრძოლის შემდეგ მოხდა ინციდენტი, რის გამოც გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია და ოლიმპიადაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.
გარდა ამისა, ქართველი ძიუდოისტი დისკვალიფიცირებულია ყველა ტურნირზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
გუშინ ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმაც (+78 კგ) იასპარეზა. 1/16 ფინალში მან იპონით დაამარცხა გერმანელი რენე ლუხტი. მაგრამ 1/8 ფინალში დამარცხდა ფრანგ რომანა დიკოსთან და შეჯიბრს გამოეთიშა.
პარასკევს ოლიმპიური თამაშების სამგზის მედალოსანმა და 1988 წლის თამაშების ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ იასპარეზა. მან მონაწილეობა მიიღო 25 მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტის საკვალიფიკაციო სროლაში, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა.
სალუქვაძემ უკვე მიიღო მონაწილეობა 27 ივლისს გამართულ შესარჩევ ტურნირში პნევმატური პისტოლეტით სროლაში 10 მეტრიანი დისტანციიდან. 55 წლის სპორტსმენმა ჯამში 562 ქულა დააგროვა და 38-ე ადგილი დაიკავა.
პარასკევს ბატუტზე ხტომაში ლიუბა გოლოვინამ იასპარეზა. კვალიფიკაციაში სპორტსმენმა მე-11 ადგილი დაიკავა, რამაც მას შეჯიბრის ფინალურ ნაწილში გასვლის საშუალება არ მისცა.
გოლოვინა არის სამი ოლიმპიადის მონაწილე (2008, 2012 და 2016), II ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი ინდივიდუალურ პროგრამაში.
დებიუტანტმა ოლიმპიელმა ლიკა ხარჩილავამ 100 მეტრზე საკვალიფიკაციო რბენაში მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.