საარჩევნოდ „ნაცმოძრაობისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია - შალვა პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2024
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საარჩევნოდ ოპოზიციისგან ნებისმიერ სიურპრიზს ელის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობს შეარყიოს ვითარება საქართველოში, მოაწყოს რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
„ჩვენ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არ მოერიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის შემოპარებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს მისი შემოსვლა არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე იმისთვის, რომ აერიათ აქ სიტუაცია. ასე, რომ მათგან გასაკვირი არაფერი არ არის... სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ჯგუფები არის ჩვენთან, რომლებიდანაც ყველაფერი მოსალოდნელია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. 2023 წლის გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სხვაობით მეორე ადგილზეა.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0