https://sputnik-georgia.com/20240803/gvaxsovs-sovis-tragediidan-erti-weli-gavida-289317690.html
გვახსოვს: შოვის ტრაგედიის შემდეგ ერთი წელი გავიდა
გვახსოვს: შოვის ტრაგედიის შემდეგ ერთი წელი გავიდა
Sputnik საქართველო
სტიქიას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ 03.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-03T12:18+0400
2024-08-03T12:18+0400
2024-08-03T12:18+0400
მეწყერი რაჭაში
საქართველო
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/06/280982860_0:308:3072:2036_1920x0_80_0_0_ef935bd10aa67dd11d36b98e2f6f6553.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მომაკვდინებელი მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.„შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს, და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!'' - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.შუადღისას შოვში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც კურორტი პრაქტიკულად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. კომპანია Geotesti-ს შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატური ცვლილება დაასახელეს.კურორტ შოვის დამანგრეველი მეწყერის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის დამთხვევა გახდა, ეწერა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა წვიმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების ინტენსიური დნობა, ქვათაცვენა, მეწყერ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა ბუბისწყლის ხეობაში.სააგენტოს ცნობით, ბუბას მყინვარის დასავლეთით მოხდა კლდის მასივის ჩამონგრევა, რომელიც ამოძრავდა და შეეჯახა მყინვარს, რამაც გამოიწვია ამ მყინვარის გარკვეული ნაწილის ნგრევა. ამ ყველაფერმა კი მყინვარქვეშა წყლების გადმოღვრა გამოიწვია, რის შემდეგაც მიღებულმა ნაკადმა ხეობის კალაპოტში დიდი სიჩქარით მოძრაობა დაიწყო.ამასთან, უშუალოდ ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის ხანგრძლივი შეკავება არ ყოფილა, ამტკიცებს ზოგიერთი ექსპერტი.მსოფლიოში მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამი იყო დასკვნაში.წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს შოვში კოტეჯების ტერიტორიას, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.შოვის კურორტი ონის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/06/280982860_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_23e669ddacf33a27d4319b319302732e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, საქართველო, სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში, საქართველო, სტიქიური მოვლენები
გვახსოვს: შოვის ტრაგედიის შემდეგ ერთი წელი გავიდა
სტიქიას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მომაკვდინებელი მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს, და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!'' - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
შუადღისას შოვში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც კურორტი პრაქტიკულად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. კომპანია Geotesti-ს შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატური ცვლილება დაასახელეს.
კურორტ შოვის დამანგრეველი მეწყერის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის დამთხვევა გახდა, ეწერა გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა წვიმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების ინტენსიური დნობა, ქვათაცვენა, მეწყერ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, ბუბას მყინვარის დასავლეთით მოხდა კლდის მასივის ჩამონგრევა, რომელიც ამოძრავდა და შეეჯახა მყინვარს, რამაც გამოიწვია ამ მყინვარის გარკვეული ნაწილის ნგრევა. ამ ყველაფერმა კი მყინვარქვეშა წყლების გადმოღვრა გამოიწვია, რის შემდეგაც მიღებულმა ნაკადმა ხეობის კალაპოტში დიდი სიჩქარით მოძრაობა დაიწყო.
ამასთან, უშუალოდ ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის ხანგრძლივი შეკავება არ ყოფილა, ამტკიცებს ზოგიერთი ექსპერტი.
მსოფლიოში მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამი იყო დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულ ნაკადს შოვში კოტეჯების ტერიტორიას, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.
შოვის კურორტი ონის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.