https://sputnik-georgia.com/20240803/armocnda-tu-ara-darrvevebi-nayinis-nimusebsi-sesis-ganmarteba-289318992.html
რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნაყინის ნიმუშებში დარღვევები
რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნაყინის ნიმუშებში დარღვევები
Sputnik საქართველო
ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები. 03.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-03T14:34+0400
2024-08-03T14:34+0400
2024-08-03T14:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23129/81/231298170_0:255:2734:1793_1920x0_80_0_0_0e7e8c9474fa3a4a47d67e242015b18a.jpg
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი, კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს.კერძოდ, ინსპექტირების ფარგლებში, მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.სეს-ის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორები სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს საკვლევად მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს.წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23129/81/231298170_2:0:2733:2048_1920x0_80_0_0_45476b453c6fec6e6b69805ca62a9d47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
რას ვჭამთ: აღმოჩნდა თუ არა ნაყინის ნიმუშებში დარღვევები
ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი, კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს.
კერძოდ, ინსპექტირების ფარგლებში, მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.
სეს-ის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორები სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს საკვლევად მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან. მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან.
მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით სააგენტო სახელმწიფო კონტროლს არაერთი მიმართულებით ახორციელებს.