საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

© photo: Sputnik / Stringerორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2024
გამოწერა
გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
უწყების ცნობით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0