https://sputnik-georgia.com/20240802/qsanze-xidis-reabilitacia-dasrulda-mozraoba-tavisufalia-289310686.html
მდინარე ქსანზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა
მდინარე ქსანზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა
Sputnik საქართველო
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები ორი თვის განმავლობაში მოქმედებდა. 02.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-02T18:24+0400
2024-08-02T18:24+0400
2024-08-02T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250622_0:257:2730:1793_1920x0_80_0_0_b9f42ebe93b5a48b7d2d74e0c772f548.jpg
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელზე (დასავლეთის მიმართულება) სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სამოძრაო ზოლზე ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250622_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_5aa18203e92ec43aa3d122232ed11ed4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
მდინარე ქსანზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები ორი თვის განმავლობაში მოქმედებდა.
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელზე (დასავლეთის მიმართულება) სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სამოძრაო ზოლზე ჩატარდა.