https://sputnik-georgia.com/20240802/marneulsi-otxi-wlis-bavsvs-kistis-tofis-tyvia-moxvda-289311388.html
მარნეულში ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა
მარნეულში ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა
Sputnik საქართველო
ბავშვი ამჟამად კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 02.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-02T19:00+0400
2024-08-02T19:00+0400
2024-08-02T19:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264343892_0:0:2973:1672_1920x0_80_0_0_ac3b541a8e30e220519e7c8dcf49c0c2.jpg
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. მარნეულში 4 წლის ბიჭს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში 1 აგვისტოს შეიყვანეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვნის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით კი გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, გია ბიბილეიშვილის განცხადებით, სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კისტის თოფიდან ტყვია, სავარაუდოდ, ბავშვის არასრულწლოვან ძმას გაუვარდა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.https://rustavi2.ge/ka/news/288495
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264343892_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_fd781ffbc9b1817bdfe050e60890c9d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მარნეულში ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა
ბავშვი ამჟამად კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. მარნეულში 4 წლის ბიჭს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში 1 აგვისტოს შეიყვანეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვნის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით კი გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, გია ბიბილეიშვილის განცხადებით, სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული.
„რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საიდანაც მისი ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც", - განაცხადა ექიმმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კისტის თოფიდან ტყვია, სავარაუდოდ, ბავშვის არასრულწლოვან ძმას გაუვარდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
https://rustavi2.ge/ka/news/288495