https://sputnik-georgia.com/20240801/tengiz-cercvaze-gardaicvala-289281711.html
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველი ინფექციონისტი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T10:54+0400
2024-08-01T10:54+0400
2024-08-01T10:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_c08b694aa664bbac87c8d49a200215d5.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.ცერცვაძის ახლობლების ცნობით ის ბოლო დროს ავადმყოფობდა.ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.თენგიზ ცერცვაძე იყო ასევე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი,თენგიზ ცერცვაძე იყო ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მას ასევე 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_125:102:1716:1296_1920x0_80_0_0_1591ed4bf863aefd00bdc55c8366fd50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ინფექციონისტი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
ცერცვაძის ახლობლების ცნობით ის ბოლო დროს ავადმყოფობდა.
ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
თენგიზ ცერცვაძე იყო ასევე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი,
თენგიზ ცერცვაძე იყო ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. მას ასევე 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.