https://sputnik-georgia.com/20240801/tbilissi-sesazloa-ssm-pirtatvis-specialuri-taqsi-gamocndes-289281784.html
თბილისში შესაძლოა შშმ პირთათვის სპეციალური ტაქსები გამოჩნდეს
თბილისში შესაძლოა შშმ პირთათვის სპეციალური ტაქსები გამოჩნდეს
Sputnik საქართველო
შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T12:40+0400
2024-08-01T12:40+0400
2024-08-01T12:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810422_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_32b91be6191c47faa8cb8ce694721459.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში შესაძლოა შშმ პირთათვის ადაპტირებული სპეციალური ტაქსები გამოჩნდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების გასაადვილებლად თბილისში არაერთი პროექტი ხორციელდება - მონტაჟდება პანდუსები, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური მარკირება, ავტობუსებიც, რომლებიც მოძრაობენ დედაქალაქში, ასევე ადაპტირებულია შშმ პირთათვის.მისი თქმით, შშმ პირთათვის სპეციალური ავტომობილების შემოყვანასთან პრობლემები არ უნდა შეიქმნას.თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად არის აღჭურვილი შშპ პირთა საჭიროებებისთვის.„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ტაქსების რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირთათვის ყველანაირად ადაპტირებულია, რათა მათ გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.ტაქსის რეფორმატაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810422_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_0170bbea4cbe45616cd25eb59cc4470e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში
თბილისში შესაძლოა შშმ პირთათვის სპეციალური ტაქსები გამოჩნდეს
შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში შესაძლოა შშმ პირთათვის ადაპტირებული სპეციალური ტაქსები გამოჩნდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების გასაადვილებლად თბილისში არაერთი პროექტი ხორციელდება - მონტაჟდება პანდუსები, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური მარკირება, ავტობუსებიც, რომლებიც მოძრაობენ დედაქალაქში, ასევე ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
„დედაქალაქში არაერთი ტაქსის კომპანია ოპერირებს. ვფიქრობ დროა კერძო კომპანიებმაც იზრუნონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე. მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს აწარმოოს მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომ თბილისში მსგავსი ტიპის სერვისი დაინერგოს და ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, შშმ პირთათვის სპეციალური ავტომობილების შემოყვანასთან პრობლემები არ უნდა შეიქმნას.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად არის აღჭურვილი შშპ პირთა საჭიროებებისთვის.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ტაქსების რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირთათვის ყველანაირად ადაპტირებულია, რათა მათ გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.