https://sputnik-georgia.com/20240801/saqartvelos-ekonomika-izrdeba-monacemebi-ivnisis-289280712.html
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – ივნისის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – ივნისის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო, სამშენებლო, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, სატრანსპორტო და... 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T11:20+0400
2024-08-01T11:20+0400
2024-08-01T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_ff6c8ad814d9e28f0d899225fc77ce2a.jpg
თბილისი, 1 აგვისტო— Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2024 წლის იანვარ-ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,0% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო, სამშენებლო, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, პროფესიული, სატრანსპორტო და სასაწყობო სფეროებმა, სამეცნიერო-ტექნიკურმა და უძრავი ქონების დარგებმა.კლების ტენდენცია გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.რა გაიზარდა და რამდენით2024 წლის იანვარ-ივნისს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 6,7%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 0,2%-ით.გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,5 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 17,6%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.თოდრაძის თქმით, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ასოცირდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.მშენებლობაში ზრდა უკავშირდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მოცულობას, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებს.გარდა ამისა, თოდრაძის თქმით, ივნისში ცემენტის და კლინკერის იმპორტი 30%-ით გაიზრდა.საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებულია კომპიუტერული პროგრამირების სერვისების, ასევე საკონსულტაციო და მასთან დაკავშირებული აქტივობების ზრდით.რაც შეეხება პროფესიულ და სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობას, ზრდა დაკავშირებულია ბიზნესისა და მენეჯმენტის საკითხებზე სხვადასხვა სახის საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან, ასევე კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას.ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებითაც, კერძოდ, ეს ეხება ტვირთების სატრანსპორტო დამუშავებას და დასაწყობებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/64/238916435_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_be08ba83b26f84bf1b7364a637a050b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – ივნისის სტატისტიკა
2024 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო, სამშენებლო, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, სატრანსპორტო და სასაწყობო სფეროებმა და სხვ.
თბილისი, 1 აგვისტო— Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის იანვარ-ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,0% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო, სამშენებლო, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, პროფესიული, სატრანსპორტო და სასაწყობო სფეროებმა, სამეცნიერო-ტექნიკურმა და უძრავი ქონების დარგებმა.
კლების ტენდენცია გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-ივნისს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 6,7%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 0,2%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,5 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 17,6%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10,7%-ით გაიზარდა და 13,5 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ასოცირდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.
მშენებლობაში ზრდა უკავშირდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მოცულობას, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებს.
გარდა ამისა, თოდრაძის თქმით, ივნისში ცემენტის და კლინკერის იმპორტი 30%-ით გაიზრდა.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებულია კომპიუტერული პროგრამირების სერვისების, ასევე საკონსულტაციო და მასთან დაკავშირებული აქტივობების ზრდით.
რაც შეეხება პროფესიულ და სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობას, ზრდა დაკავშირებულია ბიზნესისა და მენეჯმენტის საკითხებზე სხვადასხვა სახის საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან, ასევე კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებითაც, კერძოდ, ეს ეხება ტვირთების სატრანსპორტო დამუშავებას და დასაწყობებას.