https://sputnik-georgia.com/20240801/samtrediasi-brakonierma-zutsi-daiwira-289284524.html
სამტრედიაში ბრაკონიერმა ზუთხი დაიჭირა
სამტრედიაში ბრაკონიერმა ზუთხი დაიჭირა
Sputnik საქართველო
სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული „ანკელარის" გამოყენებით ახდენდა 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T15:22+0400
2024-08-01T15:22+0400
2024-08-01T15:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/97/239969722_0:139:3147:1909_1920x0_80_0_0_571e10be202e6fec71d1ad34d207fbe9.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. იმერეთში „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი მოქალაქემ უკანონო თევზჭერისას მოიპოვა და გარემოს 6.500 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.უკანონო თევზჭერის ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში გამოავლინეს.„საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი, მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე მოიპოვა. სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული „ანკელარის" გამოყენებით ახდენდა.უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისს უწყებას გადაეგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23996/97/239969722_208:0:2939:2048_1920x0_80_0_0_012e0a2cde39c769e385f654b12cf5b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სამტრედიაში ბრაკონიერმა ზუთხი დაიჭირა
სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული „ანკელარის" გამოყენებით ახდენდა
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. იმერეთში „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი მოქალაქემ უკანონო თევზჭერისას მოიპოვა და გარემოს 6.500 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში გამოავლინეს.
„საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი, მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე მოიპოვა. სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული „ანკელარის" გამოყენებით ახდენდა.
„ზუთხის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 6.500 ლარზე მეტია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისს უწყებას გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.