მოსაზრება: რუსული ჯარები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტორეცკში შევიდნენ

© photo: Sputnik / Иван Родионов / გადასვლა მედიაბანკშისარაკეტო სისტემა
სარაკეტო სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2024
გამოწერა
ქალაქ ტორეცკის გათავისუფლება რუსულ ჯარს გზას გაუხსნის სამხრეთიდან სლავიანსკ - კრამატორსკის აგლომერაციისკენ, დონბასის განთავისუფლებას დააჩქარებს დონბასის სრულ განთავისუფლებას ბანდერეველების შეიარაღებულ ფორმირებებისგან და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას.
ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე შეტევის შედეგად, რუსეთის ჯარების დაჯგუფებების „ცენტრის“ ქვედანაყოფებმა ამ დღეებში გაანთავისუფლეს დასახლებული პუნქტები ვოლჩიე, ლენინსკოე და 30 ივლის ბრძოლებით შევიდნენ ქალაქ ტორეცკში. ეს ქალაქი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალიან მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძი და ბოლო სამხრეთელი ბასტიონი სლავიანსკი-კრამატორსკის-დრუჟოვკა-კონსტანტინოვკის თავდაცვით ხაზზე.
უკრაინის ჯარების ტორეცკიდან უკან დახევა გამოიწვევს „აღმოსავლეთის ფრონტის“ მნიშვნელოვანი მონაკვეთის ჩამოშლას და აშშ-სა და ნატოს სამხედრო დახმარების შემდგომ შემცირებას. ტორეცკის მიმართულებით უკრაინულ სარდლობას დიდი რეზერვები არ გააჩნია, მაგრამ დანაკარგებს იგი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის ოფიცრებმა უცხოელ ჟურნალისტებს კატასტროფულ მდგომარეობაზე უამბეს: „ რუსები არ გააგრძელებენ ტორეცკის შტურმს ისე დიდხანს, როგორ ეს იყო ავდეევკის შემთხვევაში. ისინი, უბრალოდ, მიწასთან გაგვასწორებენ ავიაბომბებით, რომლებიც უკვე ახლა ჯოჯოხეთად აქცევენ ჩვენს სიცოცხლეს“.
უკრაინის ჯარის ოჩერეტინოსა და კრასნოგოროვკის რაიონებში მწარე დამარცხების შემდეგ, უმაღლესი რადის დეპუტატები მთავარსარდალ სერგეი სირსკის აკრიტიკებენ არაკომპეტენტურობის გამო „დონეცკის პლაცდარმის“ საბოლოოდ დაკარგვისათვის და მის გადადგომას მოითხოვენ.
დასავლელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ჯარების მიერ მირნოგრადის გათავისუფლება უკრაინის ფრონტის დაცემას გამოიწვევს. გერმანული გამოცემა Berliner Zeitung აღნიშნავს, რომ რუსეთი კონფლიქტში იმარჯვებს და შედეგები უკრაინისათვის დრამატული იქნება. უცხოელი დაქირავებულები მასიურად ტოვებენ უკრაინის ჯარის რიგებს.
ამერიკული გამოცემა Naval News შეშფოთებულია რუსეთის საბრძოლო პოტენციალის ზრდით და ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი რუსული წყალქვეშა ნავების ბრიგადის გამოჩენით შავ ზღვაში. საგულისხმოა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „კალიბრებმა“ მოწინააღმდეგის 200 მეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.
გუშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში არასტრატეგული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი დაიწყო. ამოქმედებულია სამხრეთისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების ნაწილები, საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ქვედანაყოფები...
ყველა ახალი ამბავი
0