https://sputnik-georgia.com/20240801/mawarasvili-qartveli-xalxi-msvidobas-omze-fulis-sanacvlod-ar-gacvlis-289290896.html
მაჭარაშვილი: ქართველი ხალხი მშვიდობას ომზე 95 მილიონად არ გაცვლის
მაჭარაშვილი: ქართველი ხალხი მშვიდობას ომზე 95 მილიონად არ გაცვლის
Sputnik საქართველო
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T20:55+0400
2024-08-01T20:55+0400
2024-08-01T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d8c58170794edab639f5a3b17f66216c.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ძალიან ცდება ის ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას.ბლინკენმა 31 ივლისს განაცხადა, რომ აშშ უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას საქართველოს მთავრობას ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა გამოაცხადა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.„ყველას ვარწმუნებ, რომ სამი თვის შემდეგ, როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250084676_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_94885b5cc8f4f2404abeeaf04c9d118e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
მაჭარაშვილი: ქართველი ხალხი მშვიდობას ომზე 95 მილიონად არ გაცვლის
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ძალიან ცდება ის ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას.
ბლინკენმა 31 ივლისს განაცხადა, რომ აშშ უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას საქართველოს მთავრობას ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა გამოაცხადა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოში და თავის ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად, გნებავთ, 95 მილიარდად, ძალიან ცდება. როდესაც ქართველ ხალხს ეუბნები უარს ფულის დახმარებაზე და ამ დროს აფინანსებს იმ NGO სექტორს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქ მეგობრობაზე საუბარი ვერ იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.
„ყველას ვარწმუნებ, რომ სამი თვის შემდეგ, როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.