https://sputnik-georgia.com/20240801/mararos-musaobis-seferxebistvis-sam-adamians-brali-warudgines-289283841.html
მაღაროს მუშაობის შეფერხებისთვის სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს
მაღაროს მუშაობის შეფერხებისთვის სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T14:35+0400
2024-08-01T14:35+0400
2024-08-21T21:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/13/245381380_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c96691c917cf3e84ede656744a57f2ed.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელის“ კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.სამივე პირს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/13/245381380_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_8e1f5d4c458f5075bec7263997476705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
მაღაროს მუშაობის შეფერხებისთვის სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს
14:35 01.08.2024 (განახლებულია: 21:43 21.08.2024) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელის“ კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.
„აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამივე პირს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.