https://sputnik-georgia.com/20240801/kursdamtavrebulebi-saxelmwifo-uwyebebsi-stajirebis-gavlas-sezleben-289284725.html
კურსდამთავრებულები სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ
კურსდამთავრებულები სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ
Sputnik საქართველო
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - საბუთების გადარჩევა, შემდეგ კი გასაუბრებები. 01.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-01T16:05+0400
2024-08-01T16:05+0400
2024-08-01T16:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946822_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_8d8ecb589a54fc5556e50a3b2790992c.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტების დაახლოებით სამ ათას კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება ქვეყნის სამთავრობო უწყებებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.პრემიერის თქმით, კონკურსი უკვე გამოცხადებულია და კურსდამთავრებულებს საბუთების წარდგენა 2 აგვისტოდან 8 აგვისტომდე შეეძლებათ.კურსდამთავრებულები გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას, რამაც, პრემიერის თქმით, მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას.შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. კობახიძის თქმით, უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები.კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - საბუთების გადარჩევა, შემდეგ კი გასაუბრებები.როგორ ჩატარდება სტაჟირებასამთავრობო უწყებებში სტაჟირების წესის მიხედვით, სტაჟიორს უნდა ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან უნდა სწავლობდეს ბოლო კურსზე.პროგრამაში მოსახვედრად მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, არ ჰქონდეს ნასამართლეობა განზრახ დანაშაულზე და წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.სტაჟირებაზე მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსზე განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946822_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_053492986521193930078d6bf65137a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
კურსდამთავრებულები სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლას შეძლებენ
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - საბუთების გადარჩევა, შემდეგ კი გასაუბრებები.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტების დაახლოებით სამ ათას კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება ქვეყნის სამთავრობო უწყებებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, კონკურსი უკვე გამოცხადებულია და კურსდამთავრებულებს საბუთების წარდგენა 2 აგვისტოდან 8 აგვისტომდე შეეძლებათ.
„მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც შექმნის მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს“, - განაცხადა პრემიერმა.
კურსდამთავრებულები გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას, რამაც, პრემიერის თქმით, მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას.
შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. კობახიძის თქმით, უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - საბუთების გადარჩევა, შემდეგ კი გასაუბრებები.
როგორ ჩატარდება სტაჟირება
სამთავრობო უწყებებში სტაჟირების წესის მიხედვით, სტაჟიორს უნდა ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან უნდა სწავლობდეს ბოლო კურსზე.
პროგრამაში მოსახვედრად მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, არ ჰქონდეს ნასამართლეობა განზრახ დანაშაულზე და წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
სტაჟირებაზე მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსზე განაცხადები მიიღება ელექტრონულად.