ილია სულამანიძე ფინალშია

© Georgian National Olympic Committeeილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2024
გამოწერა
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში გავიდა.
სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში დაამარცხა - ქართველი ძიუდოისტი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
სულამანიძის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელ კოცოევსა და უზბეკ ტურობოევს შორის გამარჯვებული იქნება. შეჯიბრის ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყო.
სულამანიძე 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანია, ასევე 2023 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი.
ყველა ახალი ამბავი
0