https://sputnik-georgia.com/20240731/sapatriarqo-parizis-olimpiadis-gaxsnis-ceremoniaze-289264658.html
ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფა - საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე
ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფა - საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე
Sputnik საქართველო
საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „გარკვეული სცენების გამო". 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T13:39+0400
2024-07-31T13:39+0400
2024-07-31T13:39+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1f/289263986_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_25655313149bc570347bea81ec1edca0.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ზოგიერთმა სცენებმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო ეთანხმება მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“.ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 26 ივლისს პარიზში გაიმართა. სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა აღშფოთება გამოხატა ღონისძიებაზე „საიდუმლო სერობის" პაროდიის გამო ლგბტ-თემის წარმომადგენლების მონაწილეობით.მოგვიანებით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ენ დესკამმა ბოდიში მოუხადა მაყურებლებს, რომელთა გრძნობები, შესაძლოა, შეურაცხყო გახსნის ცერემონიის გარკვეულმა სცენებმა.ამასთან, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ამსახველი ვიდეო წაიშალა ოფიციალური ვებგვერდიდან და YouTube-ზე ოლიმპიადის არხიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1f/289263986_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_27463759edd786665aaa82adf195d99e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება
ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფა - საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე
საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „გარკვეული სცენების გამო".
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ზოგიერთმა სცენებმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონია ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო ეთანხმება მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“.
„ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 26 ივლისს პარიზში გაიმართა. სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა აღშფოთება გამოხატა ღონისძიებაზე „საიდუმლო სერობის" პაროდიის გამო ლგბტ-თემის წარმომადგენლების მონაწილეობით.
მოგვიანებით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ენ დესკამმა ბოდიში მოუხადა მაყურებლებს, რომელთა გრძნობები, შესაძლოა, შეურაცხყო გახსნის ცერემონიის გარკვეულმა სცენებმა.
ამასთან, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ამსახველი ვიდეო წაიშალა ოფიციალური ვებგვერდიდან და YouTube-ზე ოლიმპიადის არხიდან.