https://sputnik-georgia.com/20240731/sabavshvi-evroviziaze-saqartvelos-andria-putkaradze-waradgens-289267156.html
ვინ წარადგენს საქართველოს 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე - კონკურსანტის ვინაობა გამოვლინდა
ვინ წარადგენს საქართველოს 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე - კონკურსანტის ვინაობა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
2024 წლის საბავშვო ევროვიზია 16 ნოემბერს მადრიდში გაიმართება 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T17:49+0400
2024-07-31T17:49+0400
2024-07-31T15:42+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0b/287857023_0:241:1334:991_1920x0_80_0_0_e00266153fe7bb0b89f1421efa7262ca.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა 11 წლის ანდრია ფუტკარაძე და, წესების მიხედვით, ის წარადგენს საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2024“.„საბავშვო ევროვიზია 2024“ 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.ზედიზედ მეშვიდე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. რანინას" ფინალში ანდრიამ შესრულა სიმღერა „კიდევაც დაიზრდებიან“, რომელმაც გამარჯვება მოუტანა. 11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით. გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგენილიყო.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0b/287857023_0:116:1334:1117_1920x0_80_0_0_31664716afb4a141aa97361940341d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება
ვინ წარადგენს საქართველოს 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე - კონკურსანტის ვინაობა გამოვლინდა
2024 წლის საბავშვო ევროვიზია 16 ნოემბერს მადრიდში გაიმართება
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა 11 წლის ანდრია ფუტკარაძე და, წესების მიხედვით, ის წარადგენს საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2024“.
„საბავშვო ევროვიზია 2024“ 16 ნოემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.
ზედიზედ მეშვიდე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ.
რანინას" ფინალში ანდრიამ შესრულა სიმღერა „კიდევაც დაიზრდებიან“, რომელმაც გამარჯვება მოუტანა.
11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგენილიყო.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.