პრემიერი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები გაგრძელდება

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
ეკონომიკური ზრდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდება, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ეტაპობრივი გაუმჯობესებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,0% შეადგინა..
„ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ვფიქრობთ, რომ ივლის-აგვისტოში მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება და ჩვენ წლის ბოლომდე იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,7% შეადგინა და ეს კარგი ტენდენცია 2024 წელსაც ნარჩუნდება.
„ეკონომიკური ზრდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0