https://sputnik-georgia.com/20240731/premieri-saertashoriso-indeqsis-shedegebze-289270507.html
საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს: პრემიერი საერთაშორისო ინდექსის შედეგებზე
საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს: პრემიერი საერთაშორისო ინდექსის შედეგებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მიხედვით მსოფლიოში 73-ე პოზიცია ეკავა 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T21:39+0400
2024-07-31T21:39+0400
2024-07-31T21:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_0:169:3040:1879_1920x0_80_0_0_a51860c98ca05922da225eb8e84b384a.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ყველა საერთაშორისო ინდექსი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრი პარამეტრით უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 4-ქულიანი სარეიტინგო სისტემით 2.96 ქულა მიიღო და მსოფლიოს 166 ქვეყნისა და ტერიტორიის გლობალურ რეიტინგში 38-ე ადგილი დაიკავა.ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით სვლა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.„ის, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი, ესეც, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის დამსახურებაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ,“- განაცხადა კობახიძემ.აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად შესაძლებელია ხორციელდებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამართლებრივი მეთვალყურეობა მართლმსაჯულების, კონტროლის და უფლებადაცვის საზედამხედველო სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.საქართველოს 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მიხედვით მსოფლიოში 73-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილით დაწინაურდა.2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: იაპონიას, კანადას, ესპანეთს, ირლანდიას, პორტუგალიას, ლუქსემბურგს, პოლონეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/50/243525067_155:0:2884:2047_1920x0_80_0_0_708073607988b9c78558c069b467a838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს: პრემიერი საერთაშორისო ინდექსის შედეგებზე
საქართველოს 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მიხედვით მსოფლიოში 73-ე პოზიცია ეკავა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ყველა საერთაშორისო ინდექსი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრი პარამეტრით უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 4-ქულიანი სარეიტინგო სისტემით 2.96 ქულა მიიღო და მსოფლიოს 166 ქვეყნისა და ტერიტორიის გლობალურ რეიტინგში 38-ე ადგილი დაიკავა.
„ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, როგორიცაა იგივე ხელისუფლების ეფექტიანობა, კონკრეტულად აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანობა", - განაცხადა კობახიძემ.
ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით სვლა, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ის, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი, ესეც, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის დამსახურებაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ,“- განაცხადა კობახიძემ.
აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად შესაძლებელია ხორციელდებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამართლებრივი მეთვალყურეობა მართლმსაჯულების, კონტროლის და უფლებადაცვის საზედამხედველო სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.
საქართველოს 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის მიხედვით მსოფლიოში 73-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველოს მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: იაპონიას, კანადას, ესპანეთს, ირლანდიას, პორტუგალიას, ლუქსემბურგს, პოლონეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.