ირანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონისთვის - პრემიერი კრიტიკას გამოეხმაურა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და მასუდ ფეზეშქიანი
ირაკლი კობახიძე და  მასუდ ფეზეშქიანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება
თბილისი, 31 თბილისი — Sputnik. ირანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონისთვის და ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე მთავრობის მეთაური თუ „რატომ უჭერს მხარს ავტორიტარულ სახელმწიფოებს".
30 ივლისს ირაკლი კობახიძე პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად თეირანში ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
„ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დამსწრეებს შორის იყვნენ გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის წარმომადგენელი.
„ანუ, შემადგენლობა იყო წარმომადგენლობითი. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრები“,-განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, უპასუხა, რომ „ეს მარტივი სპეკულაციაა“.
ინაუგურაციის დროს ფეზეშქიანმა აშშ დაადანაშაულა „ღაზის სექტორში ისრაელის დანაშაულების“ მხარდაჭერაში. შეძახილების - „სიკვდილი ამერიკას" და „სიკვდილი ისრაელს" დროს ირანის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა: „ის, ვინც აწვდის იარაღს, რომელიც ბავშვებს კლავს, ვერ ასწავლის მუსლიმანებს ჰუმანურობას".ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იემენის ჰუსიტების მოძრაობის, „ჰეზბოლას" და „ჰამასის" წარმომადგენლები.
საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0