ლაშა ბექაური ნახევარფინალშია

© Courtesy of Lasha Bekauriლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეs მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანი იპონით დაამარცხა.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი იქნება - ტურნირის ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
ბექაური არის 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის ვერცხლის პრიზიორი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი. კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, კადეტთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, იუნიორთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის თასის ეტაპების პრიზიორი.
ოლიმპიადის ოთხი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია - საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.
ყველა ახალი ამბავი
0