https://sputnik-georgia.com/20240731/kvlevis-shedegebi-bostneulsa-da-bagcheulshi-nitratebi-agmochnda-289264835.html
კვლევის შედეგები: ბოსტნეულსა და ბაღჩეულში ნიტრატები აღმოჩნდა
კვლევის შედეგები: ბოსტნეულსა და ბაღჩეულში ნიტრატები აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T14:13+0400
2024-07-31T14:13+0400
2024-07-31T14:13+0400
საქართველო
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23280/77/232807785_0:68:1296:797_1920x0_80_0_0_cb94c1df827b9d38ec841744a095af3c.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებუყლ ინფორმაციაში.სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს - ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა.ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობასა და ქიმიურ მაჩვენებლებზე შემოწმებას მომავალშიც გააგრძელებს. წლის განმავლობაში 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევაა დაგეგმილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23280/77/232807785_72:0:1224:864_1920x0_80_0_0_970466d9817faf9c5c49e4d4d1d7aecd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
კვლევის შედეგები: ბოსტნეულსა და ბაღჩეულში ნიტრატები აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებუყლ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს - ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.
სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.
კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა.
„ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში - კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობასა და ქიმიურ მაჩვენებლებზე შემოწმებას მომავალშიც გააგრძელებს. წლის განმავლობაში 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევაა დაგეგმილი.