https://sputnik-georgia.com/20240731/georgian-airlines-group-aviaparki-boeing-767-300-sheivso-289273294.html
Georgian Airlines Group-ის ავიაპარკი კიდევ ერთი სატვირთო Boeing 767-300 შეივსო
Georgian Airlines Group-ის ავიაპარკი კიდევ ერთი სატვირთო Boeing 767-300 შეივსო
Sputnik საქართველო
Georgian Airlines Group-ის ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული. 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T22:39+0400
2024-07-31T22:39+0400
2024-07-31T22:39+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288437100_0:86:1280:806_1920x0_80_0_0_13ae8e31e9c121729cbd708a5a69ad7e.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airlines Group-მა ავიაპარკი მესამე სატვირთო ავიალაინერით Boeing 767-300-ით შეავსო, რომელიც ლიზინგის წესით გადაეცა, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines Group-ის ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.სატვირთო Boeing 767-300 (Freighter) – არის ამერიკული ფირმა Boeing-ის მიერ შემუშავებული საშუალომაგისტრალური სატრანსპორტო თვითმფრინავი. 1993 წელს, Boeing 767-300 სამგზავრო თვითმფრინავის საფუძველზე, დაიწყო Boeing 767-300 Freighter-ის სატვირთო ვერსიის შემუშავება, რომელიც აღჭურვილია გვერდითა სატვირთო კარით, სპეციალური ჩატვირთვა-გადმოტვირთვის აღჭურვილობით და სატვირთო კაბინაში ფანჯრების გარეშე. თვითმფრინავი განკუთვნილია 54,4 ათასი კგ ტვირთის გადასაზიდად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288437100_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_1d4f08b7d6544c4d571069533d7b6c90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
Georgian Airlines Group-ის ავიაპარკი კიდევ ერთი სატვირთო Boeing 767-300 შეივსო
Georgian Airlines Group-ის ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airlines Group-მა ავიაპარკი მესამე სატვირთო ავიალაინერით Boeing 767-300-ით შეავსო, რომელიც ლიზინგის წესით გადაეცა, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines Group-ის ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.
„Georgian Airlines Group ფლოტის გაფართოებას აგრძელებს. კომპანიის ავიაპარკს კიდევ ერთი სატვირთო Boeing 767-300 დაემატა და სატვირთო ავიარეისებს ამ ტიპის 3, ჯამში კი სულ 6 ავიახომალდი შეასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სატვირთო Boeing 767-300 (Freighter) – არის ამერიკული ფირმა Boeing-ის მიერ შემუშავებული საშუალომაგისტრალური სატრანსპორტო თვითმფრინავი. 1993 წელს, Boeing 767-300 სამგზავრო თვითმფრინავის საფუძველზე, დაიწყო Boeing 767-300 Freighter-ის სატვირთო ვერსიის შემუშავება, რომელიც აღჭურვილია გვერდითა სატვირთო კარით, სპეციალური ჩატვირთვა-გადმოტვირთვის აღჭურვილობით და სატვირთო კაბინაში ფანჯრების გარეშე.
თვითმფრინავი განკუთვნილია 54,4 ათასი კგ ტვირთის გადასაზიდად.