https://sputnik-georgia.com/20240731/dagvexmaret-gakontrolebashi-tambaqos-kontrolis-aliansi-289264312.html
დაგვეხმარეთ გაკონტროლებში: „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მოქალაქეებს მიმართავს
დაგვეხმარეთ გაკონტროლებში: „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მოქალაქეებს მიმართავს
Sputnik საქართველო
რესტორანში ან ბარში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის, ელექტროსიგარეტის და ჩილიმის მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე შეადგენს –50 ლარს 31.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-31T13:00+0400
2024-07-31T13:00+0400
2024-07-31T13:00+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/85/247648586_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_68181340a212801504db74c80c10e177.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მოუწოდებს დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის ფაქტები გადაიღონ და პოლიციაში დარეკონ.მიმართვის მიზეზი გახდა დაწესებულებებში ჩილიმის ან ელექტრონული სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ხშირად გამოთქმული უკმაყოფილება.როგორც ალიანსი აღნიშნავს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება კანონის უმაღლეს დონეზე აღსრულება.„მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ვერ მოიცავენ ყველა სამასპინძლო დაწესებულებას და ვერ უზრუნველყოფენ მუდმივ კონტროლს. ამიტომაც კანონის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაათვითცნობიეროს, რომ პირადად არის მონიტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კანონის დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.რესტორანში ან ბარში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის, ელექტროსიგარეტის და ჩილიმის მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე შეადგენს –50 ლარს, განმეორების შემთხვევაში – 100, ყოველ მომდევნო დარღვევაზე კი 200 ლარს. დაწესებულებას კი მოწევის დაშვებისთვის ემუქრება ათჯერ მეტი ჯარიმა, ვიდრე მწეველს.„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს, მომავალი თაობისთვის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/85/247648586_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_de1658f477f0fa8be0a4708b86aae4bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
დაგვეხმარეთ გაკონტროლებში: „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მოქალაქეებს მიმართავს
რესტორანში ან ბარში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის, ელექტროსიგარეტის და ჩილიმის მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე შეადგენს –50 ლარს
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მოუწოდებს დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის ფაქტები გადაიღონ და პოლიციაში დარეკონ.
მიმართვის მიზეზი გახდა დაწესებულებებში ჩილიმის ან ელექტრონული სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ხშირად გამოთქმული უკმაყოფილება.
„ხედავთ, რომ მოწევის რეგულაცია ირღვევა? ფიქრობთ, თუ მწეველს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას? გადაუღეთ ისე, რომ დამრღვევი პირის და დაწესებულების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყოს, დარეკეთ 112-ზე, აცნობეთ ფაქტის შესახებ და მოითხოვეთ კანონის აღსრულება. თქვენი სურვილის შემთხვევაში ვინაობა კონფიდენციალური იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ალიანსი აღნიშნავს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება კანონის უმაღლეს დონეზე აღსრულება.
„მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში ვერ მოიცავენ ყველა სამასპინძლო დაწესებულებას და ვერ უზრუნველყოფენ მუდმივ კონტროლს. ამიტომაც კანონის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაათვითცნობიეროს, რომ პირადად არის მონიტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კანონის დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რესტორანში ან ბარში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის, ელექტროსიგარეტის და ჩილიმის მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე შეადგენს –50 ლარს, განმეორების შემთხვევაში – 100, ყოველ მომდევნო დარღვევაზე კი 200 ლარს. დაწესებულებას კი მოწევის დაშვებისთვის ემუქრება ათჯერ მეტი ჯარიმა, ვიდრე მწეველს.
„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს, მომავალი თაობისთვის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.