ასოციაცია: საქართველოს გასტროტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს

© Photo: courtesy of Another Georgiaქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
კვიჭიძის განცხადებით, საქართველო მისი გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულოდან გამომდინარე გასტროტურისტებისთვის მიმზიდველია.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მსოფლიოში ქართული სამზარეულოსადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება, განაცხადა გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ.
საქართველო ბოლო წლებში აქტიურად ეწევა გასტროტურიზმის პოპულარიზაციას. 2021 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიულ ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს-ასოციაციასთან ერთად ახორციელებს გასტრონომიულ ტურებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის მიზანია ქართული რეგიონული სამზარეულოს გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზაცია, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
„ზოგადად, გასტრონომიული ტურიზმი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან ამ მხრივ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, გვაქვს მრავალფეროვანი გასტრონომია. მთელ მსოფლიოში ქართული სამზარეულოსადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება", - განაცხადა კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის" პრესცენტრში.
როგორც კვიჭიძემ განმარტა, საქართველო მისი გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულოდან გამომდინარე გასტროტურისტებისთვის მიმზიდველია.
მისი თქმით, ქართული გასტროტურიზმისადმი ინტერესი გამოიხატება არა მხოლოდ ტურისტების დიდი რაოდენობით ჩამოსვლით, არამედ უცხოეთში ქართული რესტორნების მზარდი რაოდენობით.
„მაგალითად, თუ ადრე მფლობელს ჰქონდა ერთი რესტორანი საზღვარგარეთ, დღეს უკვე ხსნიან ფილიალებს აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.
ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს სტამბულში პირველად გამოჩნდა ქართული რესტორანი, რაც ძალზე იშვიათობაა, დღეს კი მათი რიცხვი სამამდეა გაზრდილი.
„საინტერესო ის არის, რომ ქართველები კი არ ხსნიან, არამედ ადგილობრივები ან უკრაინელები, ან ისინი, ვინც ქართული გასტრონომია იცის. საზღვარგარეთ ამ კუთხით დიდი მოთხოვნაა. როცა ქართულ კერძებს გასინჯავენ, უფრო გაუჩნდებათ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ დააგემოვნონ ავთენტური კერძები“, - განაცხადა კვიჭიძემ.
გასტროტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მან მთავარ პრობლემად საქართველოში პროდუქტების მრავალფეროვნების არქონა დაასახელა.
„ალბათ, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს იმას, რომ პროდუქტებიც განვითარდეს. საუბარია იმაზე, რომ ავთენტური პროდუქტების შენარჩუნება მოხდეს, სარესტორნო ბიზნესში ავთენტურ პროდუქტებს უფრო მეტად რომ მოვიხმარდეთ", - განაცხადა კვიჭიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დიდი პრობლემაა რომ ნორმალური ყველის და რძის პროდუქტების, ასევე ხორცის, თევზის შეძენა.
როგორც კვიჩიძემ განმარტა, საქართველოში დიდი პრობლემაა ნორმალური ყველის და რძის პროდუქტების, ხორცისა და თევზის, არასეზონზე პომიდვრის შეძენა და ა.შ.
მისი თქმით, ხარისხიანი პროდუქტები გარეშე გასტრონომიის განვითარებაზე საუბარიც კი არ შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0