არაჯანსაღი დინამიკა არ არის: თურნავა საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის მეორე კვარტალში 14,9%-ით გაიზარდა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე არაჯანსაღი დინამიკა ან გადახურების ნიშნები არ შეინიშნება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
სტატისტიკის მიხედვით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის მეორე კვარტალში 14,9%-ით გაიზარდა, ამასთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 4,8%-ით გაიზარდა. საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
„უძრავი ქონების ბაზარი ჩვენი დაკვირვების მუდმივი საგანია. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს, ან გადახურების ნიშნებს", - განაცხადა თურნავამ.
უძრავი ქონების ბაზარი და იგივე დეველოპმენტი და სამშენებლო სფერო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, აღნიშნა მან.
მისი თქმით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ თუ შევხედავთ ბოლოდროინდელ დინამიკას უძრავი ქონების ფასის თვალსაზრისით, იგი შეესაბამება მთლიანობაში ეკონომიკის ნომინალურ ზრდას.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა ლოგიკურია და საქმე რაიმე არაჯანსაღ ტენდენციასთან არ გვაქვს", - განაცხადა თურნავამ.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 4,8% შეადგინა, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 14,4%.
ყველა ახალი ამბავი
0