https://sputnik-georgia.com/20240730/volski-saakashvilis-qaosisken-mowodebashi-axali-araperia-289240764.html
ვოლსკი: სააკაშვილის ქაოსისკენ მოწოდებაში ახალი არაფერია
ვოლსკი: სააკაშვილის ქაოსისკენ მოწოდებაში ახალი არაფერია
Sputnik საქართველო
სააკაშვილი კვალდაკვალ მისდევს მისი აღსაზრდელების რადიკალურ განცხადებებს, რომლებმაც ამ რადიკალიზმში მას უკვე გადაასწრეს, აღნიშნა დეპუტატმა 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T21:00+0400
2024-07-30T21:00+0400
2024-07-30T21:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511685_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_7b2618c61875fdc0fc856f23af7d7520.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ახალი არაფერია, რადგანაც იგი საუბრობს იმის თაობაზე, რაზეც სულ საუბრობდა, რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.29 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ონლაინ-ჩართვისას სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოვიდნენ ქუჩაში მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგები გამოცხადდა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად და მზად უნდა ვიყოთ გამარჯვების აღსანიშნავად“, - განაცხადა სააკაშვილმა.ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ახალი არ არის, აღნიშნა დეპუტატმა.რიგი ქართული ოპოზიციური პარტიები უკვე აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ და საკუთარი დამკვირვებლების მობილიზებას ახდენენ. ამგვარად, პარტიამ „საქართველოსთვის“ შექმნა „არჩევნების დაცვის ჯგუფი“, ხოლო რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტიებთან „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ შექმნეს. გარდა ამისა, ოპოზიციური არხები აჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, თუ როგორ დაიცვათ თქვენი ხმები არჩევნებში.ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ მიზნით მათ უკვე გაუგზავნეს მოწვევები ყველა ძირითად საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნები გაყალბდა და შეეცდება ხელისუფლების დამხობას.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511685_187:0:2854:2000_1920x0_80_0_0_fb3db1dd97bc9c616647965454e92be6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ვოლსკი: სააკაშვილის ქაოსისკენ მოწოდებაში ახალი არაფერია
სააკაშვილი კვალდაკვალ მისდევს მისი აღსაზრდელების რადიკალურ განცხადებებს, რომლებმაც ამ რადიკალიზმში მას უკვე გადაასწრეს, აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ახალი არაფერია, რადგანაც იგი საუბრობს იმის თაობაზე, რაზეც სულ საუბრობდა, რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
29 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ონლაინ-ჩართვისას სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოვიდნენ ქუჩაში მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგები გამოცხადდა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად და მზად უნდა ვიყოთ გამარჯვების აღსანიშნავად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„სააკაშვილის სახელი საერთოდ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე შიდაპოლიტიკურ რეალობაში ყველას დავიწყებული აქვს, რადგან ის ლაპარაკობს იმას, რასაც სულ ლაპარაკობდა - რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ახალი არ არის, აღნიშნა დეპუტატმა.
„სააკაშვილი კუდში მისდევს მისი აღსაზრდელების რადიკალურ განცხადებებს, რომლებმაც უკვე დიდი ხნის წინათ გადაასწრეს ამ რადიკალიზმში მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა ვოლსკიმ.
რიგი ქართული ოპოზიციური პარტიები უკვე აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ და საკუთარი დამკვირვებლების მობილიზებას ახდენენ. ამგვარად, პარტიამ „საქართველოსთვის“ შექმნა „არჩევნების დაცვის ჯგუფი“, ხოლო რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტიებთან „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ შექმნეს. გარდა ამისა, ოპოზიციური არხები აჩვენებენ სარეკლამო რგოლებს, თუ როგორ დაიცვათ თქვენი ხმები არჩევნებში.
ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ მიზნით მათ უკვე გაუგზავნეს მოწვევები ყველა ძირითად საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ შეეცდება შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნები გაყალბდა და შეეცდება ხელისუფლების დამხობას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".