https://sputnik-georgia.com/20240730/vakis-mosaxleobas-wyalmomarageba-sheuwkdeba-289235680.html
ვაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება
ვაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T19:37+0400
2024-07-30T19:37+0400
2024-07-30T19:37+0400
საქართველო
თბილისი დღეს
gwp
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_0:80:1924:1162_1920x0_80_0_0_bc43363d58ea1c867dcf46f42c1656ee.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 31 ივლისის 11:00 საათიდან 1 აგვისტოს 07:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.GWP-ის ინფორმაციით, კომპანიამ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია კი ხვალ, 31 ივლისს ჩაატარებს.სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვალა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში GWP-იმ 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.ახლადმოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს 31 ივლისს, 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკის რაიონში - წყნეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის გამზირს, კაკლებისა და ბაგების დასახლებებს, ბაგების საერთო საცხოვრებელს, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, საკანდელიძის, ს. დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და უჩანეიშვილის ქუჩებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_136:0:1789:1240_1920x0_80_0_0_b3d5d56b5a97e89c8cd4969c4a595c39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, gwp, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, gwp, საზოგადოება
ვაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 31 ივლისის 11:00 საათიდან 1 აგვისტოს 07:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ინფორმაციით, კომპანიამ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია კი ხვალ, 31 ივლისს ჩაატარებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად შეიცვალა წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე დამონტაჟდა 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 2 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში GWP-იმ 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
ახლადმოწყობილი წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს 31 ივლისს, 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - წყნეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის გამზირს, კაკლებისა და ბაგების დასახლებებს, ბაგების საერთო საცხოვრებელს, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, საკანდელიძის, ს. დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და უჩანეიშვილის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.