თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეეზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას ყურადღებისა და გაზის ონკანების დაკეტილ მდგომარეობაში დატოვებისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. გაზსადენზე სარეაბილიტაციოსამუშაოების გამო სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილსგაზმომარაგება დროებით, 31 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში არსებული საშ/წნევის გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება შეწყდება 31 ივლისის 14:00 საათიდან 1-ელი აგვისტოს 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა 1-ელი აგვისტოს10:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათისთვის დასრულდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც სამგორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვონ.
ყველა ახალი ამბავი
0