https://sputnik-georgia.com/20240730/saqartveloshi-ori-ukanono-saxerxi-saamqro-daluqes-289235257.html
საქართველოში ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
საქართველოში ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
Sputnik საქართველო
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T12:14+0400
2024-07-30T12:14+0400
2024-07-30T12:14+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და შიდა ქართლშიორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ტერიტორიაზე, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარედ განთავსებული იყო თხმელის (მურყანის) სახეობის 4 ერთეული დაუფინიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).კიდევ ერთი არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მეურნეობაში გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაილუქა.რადგან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველოში ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და შიდა ქართლშიორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ტერიტორიაზე, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარედ განთავსებული იყო თხმელის (მურყანის) სახეობის 4 ერთეული დაუფინიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
კიდევ ერთი არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მეურნეობაში გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაილუქა.
რადგან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.