საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - 30 ივლისის გამოსვლების განრიგი

© photo: Sputnik / Stringerტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების 12 კომპლექტი სპორტის ცხრა სახეობაში გათამაშდება
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სამშაბათს, 30 ივლისს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების 12 კომპლექტი სპორტის ცხრა სახეობაში გათამაშდება: მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ძიუდო, სროლა, ტრიატლონი, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, რაგბი-შვიდკაცა და მაგიდის ჩოგბურთი.
ძიუდო
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს. შავდათუაშვილის პირველი მოწინააღმდეგე მოლდოველი მიხაილ ლატისევი იქნება.
გრიგალაშვილი არის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2022, 2023, 2024წ), ევროპის სამგზის ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის პრიზიორი.
დღეს ტატამზე ასევე გამა 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილი. იგი სლოვენიის წარმომადგენელ ანდრეა ლესკის დაუპირისპირდება.
ოლიმპიადის სამი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.
ყველა ახალი ამბავი
0