https://sputnik-georgia.com/20240730/papuashvili-prezidenti-unda-gadadges-289254516.html
პაპუაშვილი: პრეზიდენტმა კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინოს და გადადგეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტმა კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინოს და გადადგეს
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს ფარისევლობა უწოდა. 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T21:39+0400
2024-07-30T21:39+0400
2024-07-31T13:38+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87bf69985007b6f20063058e8de22b3.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვით საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა მისი ლეგიტიმაცია და თუ მას აქვს პოლიტიკური კეთილსინდისიერება თანამდებობიდან უნდა გადადგეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 15 ივლისს მიმართა. კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ზურაბიშვილი კი იმპიჩმენტისგან გადაარჩინა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით.პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს ფარისევლობა უწოდა.„ეს არის მორიგი ფარისევლობა და თვალთმაქცობა ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპითეტებით ამკობდნენ, კინაღამ მოსამართლეები მონებად გამოაცხადეს, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინათ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. დღეს კი ამ მოსამართლეებს მიმართავენ სამართლიანობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შეიტანეს.რაც შეეხება სკანდალურ კანონს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე შეიტანა 121-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ. უწყებაში სარჩელი შეიტანა ოპოზიციურმა პარტიებმა.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_55:0:1876:1366_1920x0_80_0_0_51e448d2978d522201e1dddec2df2efc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: პრეზიდენტმა კეთილსინდისიერება უნდა გამოიჩინოს და გადადგეს
21:39 30.07.2024 (განახლებულია: 13:38 31.07.2024) პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს ფარისევლობა უწოდა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვით საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა მისი ლეგიტიმაცია და თუ მას აქვს პოლიტიკური კეთილსინდისიერება თანამდებობიდან უნდა გადადგეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 15 ივლისს მიმართა. კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას - პოლიტიკური კეთილსინდისიერება რომ ჰქონდეს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, ზურაბიშვილი კი იმპიჩმენტისგან გადაარჩინა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ შედგა მისი იმპიჩმენტი, არის ის, რომ იგი „ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაარჩინა. ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ რატომ სჭირდებოდა „ნაცმოძრაობას" ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს ფარისევლობა უწოდა.
„ეს არის მორიგი ფარისევლობა და თვალთმაქცობა ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპითეტებით ამკობდნენ, კინაღამ მოსამართლეები მონებად გამოაცხადეს, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინათ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. დღეს კი ამ მოსამართლეებს მიმართავენ სამართლიანობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შეიტანეს.
რაც შეეხება სკანდალურ კანონს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე შეიტანა 121-მა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ. უწყებაში სარჩელი შეიტანა ოპოზიციურმა პარტიებმა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.