ოლიმპიადა - 2024: საქართველოს ნაკრების ასპარეზობის მეოთხე დღის შედეგები

© Georgian National Olympic Committeeტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
გრიგალაშვილის მედალი საქართველოს მიერ პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი მედალია.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სამშაბათს, 30 ივლისს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების 12 კომპლექტი სპორტის ცხრა სახეობაში გათამაშდა: მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ძიუდო, სროლა, ტრიატლონი, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში, რაგბი-შვიდკაცა და მაგიდის ჩოგბურთი.
ძიუდო
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 24 წლის გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდა და იპონით დაამარცხა.
ფინალის გზაზე გრიგალაშვილმა მოლდოველი მიხაილ ლატისევი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი, ტაჯიკი სომონ მაჰმადბეკოვი და სამხრეთკორეელი ჯონ ჰვან ლი დაამარცხა.
რაც შეეხება 63 კგ-მდე მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილს, იგი სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ოლიმპიადის ოთხი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0