https://sputnik-georgia.com/20240730/kobaxidze-archevnebze-zalta--289252859.html
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების წინ ძალთა გადანაწილებაზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების წინ ძალთა გადანაწილებაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T20:14+0400
2024-07-30T20:14+0400
2024-07-30T20:14+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_0:0:1988:1118_1920x0_80_0_0_5b03927be8769d5f42059fb4aa22b88c.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებიდან გამსვლელი ბარიერის გადალახვა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, პარტიების გაერთიანების შემდეგ კი ეს შანსი კიდევ ერთ ოპოზიციურ სუბიექტს გაუჩნდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.კონსოლიდაციის შემდეგ გაჩნდა მეორე სუბიექტი, რომელსაც, კობახიძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა 5%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, პრემიერს არ დაუზუსტებია თუ რომელ სუბიექტზეა საუბარი.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც ცდილობს შეარყიოს სიტუაცია საქართველოში, მოაწყოს რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილებების შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიოს. ამიტომაც, პრემიერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეორე თუ მესამე პარტია. ამასთან, პრემიერის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. „ანუ ჩვენ გვაქვს რეიტინგი დაახლოებით 60%, მათ აქვთ დაახლოებით 20%. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%", - განაცხადა კობახიძემ.კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე და აღნიშნა, რომ იგი ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა.კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგი ასეთია: „ქართული ოცნება“/„ხალხის ძალა“ - 32,4%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 17,3%, „ლელო საქართველოსთვის“/„ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 12,8%, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 11,2%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“/ „ახალი“ - 9,9%.„სხვათა შორის, ეს კვლევები თავად ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. ისე მოხდა, რომ ისინი უკვე აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, მთავარი მიზეზი ისაა, რომ როცა აყალბებ კვლევას, ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო", - განაცხადა კობახიძემ.ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. 2023 წლის გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი განსხვავებით მეორე ადგილზეა.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დაააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_186:0:1801:1211_1920x0_80_0_0_0b479811ac70b87bace2976df8afd291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების წინ ძალთა გადანაწილებაზე ისაუბრა
პრემიერის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ია.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებიდან გამსვლელი ბარიერის გადალახვა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, პარტიების გაერთიანების შემდეგ კი ეს შანსი კიდევ ერთ ოპოზიციურ სუბიექტს გაუჩნდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„დღეს ოპოზიციიდან ბარიერის გადალახვა ორ სუბიექტს შეუძლია. გაერთიანებების დაწყებამდე ერთი იყო: ბარიერს მარტო „ნაციონალურმა მოძრაობა" ლახავდა. ახლა კი არის ორი სუბიექტი, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული ბარიერის გადალახვა“, - განაცხადა კობახიძემ.
კონსოლიდაციის შემდეგ გაჩნდა მეორე სუბიექტი, რომელსაც, კობახიძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა 5%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, პრემიერს არ დაუზუსტებია თუ რომელ სუბიექტზეა საუბარი.
„რეალურად ყველა „ნაცმოძრაობაა“, უბრალოდ, მათ ჰქვიათ ახალი სახელები. გინდა გერქვას „ახალი“, „ლელო“, „გახარია“, გინდა „ევროპული საქართველო“, ყველა ერთი პოლიტიკური სუბიექტია. მათ აკავშირებთ საერთო პატრონი. რეალურად, ეს არის მათი გამაერთიანებელი", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტიებს და მათ თანამოაზრეებს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც ცდილობს შეარყიოს სიტუაცია საქართველოში, მოაწყოს რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილებების შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
ამიტომაც, პრემიერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეორე თუ მესამე პარტია.
„რეალობა ასეთია: არის „ნაციონალური მოძრაობა" და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება, რომელიც გადალახავს ბარიერს, მაგრამ ამ ორ სუბიექტს ერთად დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ია.
„ანუ ჩვენ გვაქვს რეიტინგი დაახლოებით 60%, მათ აქვთ დაახლოებით 20%. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე და აღნიშნა, რომ იგი ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა.
კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგი ასეთია: „ქართული ოცნება“/„ხალხის ძალა“ - 32,4%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 17,3%, „ლელო საქართველოსთვის“/„ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 12,8%, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 11,2%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“/ „ახალი“ - 9,9%.
„სხვათა შორის, ეს კვლევები თავად ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. ისე მოხდა, რომ ისინი უკვე აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, მთავარი მიზეზი ისაა, რომ როცა აყალბებ კვლევას, ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო", - განაცხადა კობახიძემ.
ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვაში საარჩევნო რბოლის ლიდერია. 2023 წლის გამოკითხვების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი ორ-ხუთ პარტიას აქვს. ამავდროულად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი განსხვავებით მეორე ადგილზეა.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დაააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.