ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა

© Georgian National Olympic Committeeტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
ოლიმპიადის სამი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გადავიდა.
24 წლის ქართველმა ფინალში გასასვლელად სამხრეთკორეელ ჯონ ჰვან ლის დამატებით დროში ვაზარით სძლია და ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იქნება.
რაც შეეხება 63 კგ-მდე მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილს, იგი სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0