გომისმთაზე 10-წლამდე ბავშვი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2024
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. გურიის რეგიონში, კურორტ გომისმთაზე უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა, იუწყება „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 10-წლამდე ბავშვი თამაშის დროს წაიქცა და დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილიდან კერძო მანქანით ოზურგეთში ჩაიყვანეს, მაგრამ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0