https://sputnik-georgia.com/20240730/bochorishvili-ungreti-dainteresebulia-saqartvelos-progresit-289239098.html
ბოჭორიშვილი: უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოს პროგრესით
ბოჭორიშვილი: უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოს პროგრესით
Sputnik საქართველო
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და... 30.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-30T17:39+0400
2024-07-30T17:39+0400
2024-07-30T17:39+0400
საქართველო
უნგრეთი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:119:960:659_1920x0_80_0_0_3e476d33b935449690c14a714c65385c.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტია გაფართოების პოლიტიკის კუთხით ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან პროგრესის მიღწევა, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა და მთელი ევროკავშირის ხელმძღვანელობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოხატა პატივისცემა საქართველოს მთავრობის სურვილისადმი, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ასევე აღნიშნა, რომ ევროპას არ ესმის, რამდენად რთულია ეს.მისი თქმით, ასეთი იყო სულისკვეთება ყველა გამოსვლის, რომელიც უნგრული მხრიდან გაჟღერდა.ყოველივე ამის თაობაზე ბოჭორიშვილმა განაცხადა ბუდაპეშტში შეხვედრების შეჯამებისას, სადაც ევროკავშირის ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებმა უნგრეთის დედაქალაქში კანდიდატებთან ერთად ევროპის მომავალზე, გაფართოების შემდეგ ტალღაზე იმსჯელეს და ახალი წევრების მიღებისთვის მზადყოფნის აუცილებლობას უსაფრთხოებისთვის ინვესტიცია და გეოპოლიტიკურად ყველაზე სწორი ნაბიჯი უწოდეს.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისაქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულიდან გაუარესდა.9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა.გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობებიბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე. ორი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები ასევე ემთხვევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხს.ორბანი ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვან პოზიციას იკავებს: ის სიტყვებზე მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს ზოგად პოლიტიკას, მაგრამ არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უნგრეთის გავლით, არამედ პერიოდულად ბლოკავს ევროკავშირის ინიციატივებს კიევისთვის დახმარების გაწევის საკითხზე.საქართველოს ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ არ გაუწევს მას სამხედრო დახმარებას და არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისინი უკრაინის ხელმძღვანელობას „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ.საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისია ფუნქციონირებს.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:126:960:846_1920x0_80_0_0_86ab62d9dcde5da49a57e70368e9144a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოს პროგრესით
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტია გაფართოების პოლიტიკის კუთხით ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან პროგრესის მიღწევა, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა და მთელი ევროკავშირის ხელმძღვანელობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოხატა პატივისცემა საქართველოს მთავრობის სურვილისადმი, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ასევე აღნიშნა, რომ ევროპას არ ესმის, რამდენად რთულია ეს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენლობის მთავარი პრიორიტეტი არის გაფართოება. უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტია ასევე, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან ამ პერიოდში იყოს გარკვეული პროგრესი გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაშიც", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ასეთი იყო სულისკვეთება ყველა გამოსვლის, რომელიც უნგრული მხრიდან გაჟღერდა.
„რა თქმა უნდა, გაიმართა დებატები. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი სულისკვეთება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იგივეა. იმისთვის რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი წარმატებული იყოს, უნდა იყოს დიალოგი ყველა კანდიდატ ქვეყანასთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ყოველივე ამის თაობაზე ბოჭორიშვილმა განაცხადა ბუდაპეშტში შეხვედრების შეჯამებისას, სადაც ევროკავშირის ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებმა უნგრეთის დედაქალაქში კანდიდატებთან ერთად ევროპის მომავალზე, გაფართოების შემდეგ ტალღაზე იმსჯელეს და ახალი წევრების მიღებისთვის მზადყოფნის აუცილებლობას უსაფრთხოებისთვის ინვესტიცია და გეოპოლიტიკურად ყველაზე სწორი ნაბიჯი უწოდეს.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულიდან გაუარესდა.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.
ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.
განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.
2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.
უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე. ორი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები ასევე ემთხვევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხს.
ორბანი ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვან პოზიციას იკავებს: ის სიტყვებზე მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს ზოგად პოლიტიკას, მაგრამ არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უნგრეთის გავლით, არამედ პერიოდულად ბლოკავს ევროკავშირის ინიციატივებს კიევისთვის დახმარების გაწევის საკითხზე.
საქართველოს ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ არ გაუწევს მას სამხედრო დახმარებას და არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისინი უკრაინის ხელმძღვანელობას „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.