https://sputnik-georgia.com/20240729/stiqia-saqartveloshi-uamindobam-ramdenime-regioni-daazarala-289221049.html
სტიქია საქართველოში - უამინდობამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა
სტიქია საქართველოში - უამინდობამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა. 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T12:11+0400
2024-07-29T12:11+0400
2024-07-29T12:11+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1d/289221396_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_5796e491466a066abeb767d732b9fe03.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. გურიაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა, ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის ქუჩები დაიტბორა. უხვმა ნალექმა ასევე დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, რამაც საყოფაცხოვრებლო ტექნიკა და სხვა ნივთები დააზიანა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართული არიან გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.სტიქიამ პრობლემები შექმნა გორშიც. კერძოდ, ქალაქის რამდენიმე უბანში კერძო სახლების პირველი სართულები და კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა. წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა კომბინნატისა და კვერნაკის დასახლებების მოსახლეობა.უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჭიაურისა და წითელგორის მოსახლეობა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ათობით საცხოვრებელი სახლი, სეტყვამ დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე მოგლეჯილია ხეები, რამაც საავტომობილო გზის ჩახერგვა გამოიწვია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1d/289221396_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0e52ce69b0a08153a961ee68a0f98133.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სტიქია საქართველოში - უამინდობამ რამდენიმე რეგიონი დააზარალა
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. გურიაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა, ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის ქუჩები დაიტბორა. უხვმა ნალექმა ასევე დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები, რამაც საყოფაცხოვრებლო ტექნიკა და სხვა ნივთები დააზიანა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართული არიან გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.
სტიქიამ პრობლემები შექმნა გორშიც. კერძოდ, ქალაქის რამდენიმე უბანში კერძო სახლების პირველი სართულები და კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა. წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა კომბინნატისა და კვერნაკის დასახლებების მოსახლეობა.
უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჭიაურისა და წითელგორის მოსახლეობა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ათობით საცხოვრებელი სახლი, სეტყვამ დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე მოგლეჯილია ხეები, რამაც საავტომობილო გზის ჩახერგვა გამოიწვია.