https://sputnik-georgia.com/20240729/miqanadze-arasamtavroboebis-mier-sarchelis-shetanaze-289224928.html
ყველაზე გაუმჭვირვალე ანუ ვინ ითხოვს „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებას?
ყველაზე გაუმჭვირვალე ანუ ვინ ითხოვს „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებას?
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულება 29.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-29T16:23+0400
2024-07-29T16:23+0400
2024-07-29T16:23+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ქართული ოპოზიცია
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041509_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0414965b016883c488d002ec141b03c4.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში არსებული იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებიდან, რომლებიც ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებას, მხოლოდ 17% აკმაყოფილებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს, რაც ადასტურებს თუ რამდენად გაუმჭვირვალეა სექტორი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ.არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით გასულ კვირას მიმართეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც ივნისის დასაწყისში შევიდა ძალაში, ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.მიქანაძემ ინფორმაცია იმ ორგანიზაციების კვლევის შესახებ წარმოადგინა, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს - კვლევის ფარგლებში ორგანიზაციები შეფასდა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით.ოფიციალური ვებგვერდის არსებობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება ორგანიზაციების 22%-სთვის. 121 ორგანიზაციიდან 18 ორგანიზაციას ვებგვერდი არ აქვს, ცხრა ორგანიზაციის ვებ-გვერდი კი მიუწვდომელია;„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა სავალალო მდგომარეობაა ამ სექტორში, რამდენად გაუმჭვირვალეა ეს სექტორი. და ალბათ, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს თუ ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელით უკვე სამართლებრივი გზით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის გაუქმების თაობაზე, რომელთან მიმართებითაც ისინი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე არიან", - განაცხადა მიქანაძემ.ისინი არც გამჭვირვალე არიან და საზოგადოების წინაშე არც ანგარიშგების არანაირი სურვილი და წინ გადადგმული ნაბიჯი არ აქვთ, აღნიშნა დეპუტატმა.სკანდაკური კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეიტანეს. კანონის გასაჩივრებას გეგმავს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივლისს შევიდა.საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, აშშ-მ შემოიღო სავიზო შეზღუდვები და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო გაყყინა. ნატოს სამიტის შემდეგ განცხადებაში კი არ იყო ნათქვამი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.„ქართული ოცნების" კვლევა გამჭვირვალობის თაობაზემმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა. მისი განცხადებით, კვლევის შედეგები გახდა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება არ არის გამჭვირვალე და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო აუცილებელი.15 ივლისს მმართველმა პარტიამ გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც სკანდალური კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებმაც 8 აპრილს ხელი მოაწერეს კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას.კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041509_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_2e8fa167b1ab25a8bd24b3b3379c1b78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
ყველაზე გაუმჭვირვალე ანუ ვინ ითხოვს „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებას?
არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ დაემორჩილებიან მის აღსრულება
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოში არსებული იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებიდან, რომლებიც ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებას, მხოლოდ 17% აკმაყოფილებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს, რაც ადასტურებს თუ რამდენად გაუმჭვირვალეა სექტორი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით გასულ კვირას მიმართეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც ივნისის დასაწყისში შევიდა ძალაში, ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
„საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ჩვენი კვლევის ფარგლებში, მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას, ანუ 17%-ს აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა მიქანაძემ ბრიფინგზე.
მიქანაძემ ინფორმაცია იმ ორგანიზაციების კვლევის შესახებ წარმოადგინა, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს - კვლევის ფარგლებში ორგანიზაციები შეფასდა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით.
ოფიციალური ვებგვერდის არსებობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება ორგანიზაციების 22%-სთვის. 121 ორგანიზაციიდან 18 ორგანიზაციას ვებგვერდი არ აქვს, ცხრა ორგანიზაციის ვებ-გვერდი კი მიუწვდომელია;
ორგანიზაციების 31%-ს არ აქვს პროექტების დასახელება;
ორგანიზაციების 31%-ს არ აქვს მითითებული დონორი;
ორგანიზაციების 45%-ს არ აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა;
ორგანიზაციების 65%-ს არ აქვს მითითებული გრანტის ოდენობა;
34%-ს არ აქვს მითითებული ინფორმაცია ორგანიზაციის გუნდის წევრების შესახებ;
ორგანიზაციების 79%-ს ვებგვერდზე არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა სავალალო მდგომარეობაა ამ სექტორში, რამდენად გაუმჭვირვალეა ეს სექტორი. და ალბათ, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს თუ ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელით უკვე სამართლებრივი გზით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის გაუქმების თაობაზე, რომელთან მიმართებითაც ისინი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე არიან", - განაცხადა მიქანაძემ.
ისინი არც გამჭვირვალე არიან და საზოგადოების წინაშე არც ანგარიშგების არანაირი სურვილი და წინ გადადგმული ნაბიჯი არ აქვთ, აღნიშნა დეპუტატმა.
სკანდაკური კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შეიტანეს. კანონის გასაჩივრებას გეგმავს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივლისს შევიდა.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, აშშ-მ შემოიღო სავიზო შეზღუდვები და საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო გაყყინა. ნატოს სამიტის შემდეგ განცხადებაში კი არ იყო ნათქვამი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ქართული ოცნების" კვლევა გამჭვირვალობის თაობაზე
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა. მისი განცხადებით, კვლევის შედეგები გახდა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება არ არის გამჭვირვალე და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო აუცილებელი.
15 ივლისს მმართველმა პარტიამ გაასაჯაროვა იმ 474 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ კვლევა, რომლებიც სკანდალური კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებმაც 8 აპრილს ხელი მოაწერეს კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას.
კვლევის შედეგებით თანახმად აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების 51%-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია, ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო, 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება, ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში, ორგანიზაციების 70%-ს კი არ აქვს ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ. კვლევა 2024 წლის 12 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.