მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Stringer„სარფის" საბაჟო
„სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2024
გამოწერა
სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით ჯამში - 65 ათასი ლარით (თანხის10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა 7-28 ივლისის პერიოდში საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა - 2.900 ევრო, 59.407 აშშ დოლარი და 7.265,700 რუსული რუბლი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 655.597,94 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით ჯამში - 65 ათასი ლარით (თანხის10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0