სწორი პოლიტიკის შედეგი – კალაძე საქართველოს წარმატებაზე დემოკრატიის ინდექსში

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2024
გამოწერა
საქართველომ ბოლო 11 წლის განმავლობაში თავისი პოზიცია 40 ქულით გააუმჯობესა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. დემოკრატიის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გლობალური დემოკრატიის შეფასების საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ გამოაქვეყნა ნდობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 100%-იანი ქულების სისტემით მან 66,7% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილი დაიკავა - ქვეყანამ ბოლო 11 წლის განმავლობაში თავისი პოზიცია 40 ქულით გააუმჯობესა.
„ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი ვითომ არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი ვითომ დასავლელი მეგობრები", - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, შედეგები და ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე თუ როგორ ვითარდება საქართველო ყველა მიმართულებით და აქვს აბსოლუტური პროგრესი ყველაფერში.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ შეიცვალა რიტორიკა, რაც მმართველი ძალის პოლიტიკის შედეგია, საქართველო ყველა კრიტერიუმით წარმატებული ქვეყანაა და ეს ხელისუფლებისა და მოსახლეობის საერთო დამსახურებაა.
ნდობის ინდექსი
ნდობის განზომილების ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად განისაზღვრება აღმასრულებელი მეთაურის ძალაუფლების ბაზა საკანონმდებლო ნდობით.
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.
საქართველოს 2012 წელს ნდობის განზომილების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 74-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს და უთანაბრდება დიდი შვიდეულის, ნატოს და ევროკავშირის წევრ მრავალ სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას. კერძოდ, საქართველო რეიტინგში უსწრებს აშშ-ს, საფრანგეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს და უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს როგორიცაა ბელგია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, სლოვენია, უნგრეთი, მალტა, და ა.შ.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი მდებარეობს V-Dem ინსტიტუტში შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს ხელმძღვანელობს 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4 ათასამდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.
ყველა ახალი ამბავი
0